ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტის ოჯახის 3 წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
როგორც "ფორმულას" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ განუცხადა, ვირუსი დაუდგინდა პაციენტის დედას და აგრეთვე მის 2 შვილს.
ქობალიას თქმით, მათ PCR ტესტი ჩაუტარდათ და ისინი სტაციონარში არიან გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ქვეყანაში კოვიდ19-ის 683 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 419 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.